წესები და პირობები
გთხოვთ, გაეცნოთ წინამდებარე შეთანხმების პირობებს. ვებ-გვერდის www.mailo.ge– ს ნებისმიერი მომსახურებით სარგებლობისას, თქვენ თანხმობას აცხადებთ ქვემოთ მოყვანილ პირობებზე.
- ამ სამომხმარებლო შეთანხმებაში შეიძლება შევიდეს ცვლილებები, მომხმარებლის წინასწარი შეტყობინების გარეშე, ამიტომ რეკომენდირებულია პერიოდაულად შეამოწმოთ ჩვენი ინტერნეტ მაღაზიის მოხმარების წესები.
- მომხმარებლის მიერ ვებ გვერდის შემდგომი გამოყენება ჩაითვლება თანხმობად ცვლილებებსა და დამატებებზე.
- წინამდებარე წესებითა და პირობებით განსაზღვრული და ადგილობრივი კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა იკრძალება: კონტენტის ან მისი ნებისმიერი ნაწილის კოპირება, გადამუშავება, გავრცელება, გამოქვეყნება, ჩამოტვირთვა, გადაცემა, გაყიდვა ან ნებისმიერი სხვა გზით გამოყენება, კომპანიის ნებართვის გარეშე, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც კომპანიამ ან უფლებათა მფლობელმა აშკარად გამოხატა თანხმობა ნებისმიერი პირის მიერ კონტენტის გამოყენებაზე;
- შპს “მაილო” ან მისი პარტნიორი კომპანია არ არის პასუხისმგებელი მომხმარებლის მიერ არასწორი ინფორმაციის მიწოდებით გამოწვეულ შეფერხებებზე; მაგ. თუ თქვენ შეცდომით მიუთითეთ მისამართი.
- საიტიდან პროდუქციის შეკვეთა შესაძლებელია ყოველდღე.
- ონლაინ შეძენილი პროდუქციის მიწოდების სერვისი ვრცელდება როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში.
- საიტზე პროდუქციის შეძენისას თქვენი პროდუქცია გადაეცემა კურიერს, რომელიც ახდენს თქვენი შეკვეთის ტრანსპორტირებას მითითებულ მისამართზე.
- პროდუქციის მიტანისას, ცალკეულ შემთხვევაში, კურიერმა შესაძლოა, მომხმარებელს მოსთხოვოს პირადობის დამადასტურებელი მოწმობა, შემკვეთის იდენტიფიცირების დასაზუსტებლად.
- ვებგვერდზე გამოყენებული ყველანაირი მასალა (ლოგო, ვიზუალური დიზაინი, პროდუქციის ფოტოები და ა.შ.) წარმოადგენს მაილო-ს საკუთრებას და არავის აქვს უფლება გამოიყენოს იგი ჩვენი ნებართვის გარეშე.
პროდუქციის დაბრუნების პოლიტიკა
- მომხმარებელი ახორციელებს საქონლის დასახელების, რაოდენობის და ხარისხის შემოწმებას გამყიდველისგან საქონლის მიღებისას და რაიმე სახის დაზიანების ან ნაკლის შემთხვევაში, მომხმარებელი ვალდებულია დაუკავშირდერდეს კომპანიას არაუმეტეს 24 საათისა, წინააღმდეგ შემთხვევაში პრეტენზიები არ მიიღება და პროდუქციის შეცვლა არ მოხდება.
- დაზიანებული პროდუქციის გადაცვლა მოხდება, თუ მას შენარჩუნებელი აქვს იერსახე, როგორიც იყო მისი მიწოდების დროს.
- იმ შემთხვევაში, თუ მყიდველმა შეცდომით მიიღო საქონლის ნაკლები რაოდენობა, ვიდრე განსაზღვრული იყო, მყიდველს აქვს უფლება: მოითხოვოს საქონლის დანარჩენი რაოდენობა, რომელიც მიეწოდება მას დროის უმოკლეს ვადებში.
- რაიმე ნაკლის ან დაზიანებული პროდუქციის შემთხვევაში, მომხმარებელმა პროდუქცია უნდა დააბრუნოს 3 დღის განმავლობაში და შესაბამისად მოხდება მისი გადაცვლა ან თანხის დაბრუნება თავდაპირველი გადახდის მეთოდის შესაბამისად. ნაღდი ანგარიშსწორების შემთხვევაში თანხის დაბრუნება ხდება ადგილზე, ხოლო საბანკო ანგარიშსწორების შემთხვევაში თანხის დაბრუნება ხორციელდება გადახდის თარიღიდან 3 სამუშაო დღის ვადაში.
კონფიდენციალურობა
14. ჩვენი კომპანიისთვის თქვენი პერსონალური ინფორმაციის უსაფრთხოება მნიშვნელოვანია და ხდება ინფორმაციის მაქსიმალური დაცვა.
15. თქვენს მიერ მოწოდებული ინფორმაცია, რომელსაც ვიღებთ თქვენი საიტზე ვიზიტისას და შეკვეთის განხორციელებისას შეიძლება გამოყენებული იქნას საიტზე სერვისების და მომსახურეობის გაუმჯობესებისთვის.
16. მიღებული პერსონალური ინფორმაციის გაზიარება ან გაცემა არ ხდება სხვა კომპანიაზე გარდა იმ შემთხვევისა როცა კომპანია მოქმედებს როგორც ჩვენი წარმომადგენელი/პარტნიორი და თანხმობას აცხადებს ინფორმაციას დაცვაზე.
- შპს „მაილო“ არ ყიდის და არ ვაჭრობს თქვენი ინფორმაციით სხვა არააფილირებულ კომპანიებთან.
- თუ თქვენ დარეგისტრირებული ხართ ჩვენს საიტზე და მოგვაწოდეთ ინფორმაცია (სახელი, მისამართი, ნომერი), რათა მოხდეს პროდუქციის ადგილზე მიწოდება, თქვენ უფლება გაქვთ შეცვალოთ მოწოდებული ინფორმაცია ან მოითხოვოთ მისი წაშლა.